06:45 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-16 12:59:12, 899 ნახვა

პოლიტიკა
NDI - მოსახლეობის უმრავლესობა, 62% საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად არ მიიჩნევს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ არის. 

კვლევის თანახმად, 62% აზრით, ქვეყანაში დემოკრატია არ არის. 30% კი ფიქრობს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა.

კითხვაზე, „თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია”? მოსახლეობის 62% პასუხობს, რომ არა. მხოლოდ 30% ფიქრობს საპირისპიროდ.

ამასთან, უმრავლესობის აზრით, საქართველო მეზობელი ქვეყნებისთვის სამაგალითო არ არის. 

ცნობისთვის, NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგების ანგარიში  2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics