|
2022-09-14 16:33:52, 888 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - დღეს საქართველოს ყველაზე ეროვნული და პატრიოტი ხელისუფლება ჰყავს
დღეს ჩვენს ქვეყანას ეროვნული და პატრიოტი ადამიანებისგან შემდგარი ხელისუფლება ჰყავს. - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო არ შეუერთდება არც სანქციებს და ქვეყანაში არც მეორე ფრონტი გაიხსნება. "ანტისახელმწიფოებრივი მიდგომები და განცხადებები ოპოზიციაში უნდა მოვიკითხოთ, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ. მათი დამოკიდებულება, დღის წესრიგი არის ზუსტად ანტისახელმწიფოებრივი და ის ყველა წარმატებასა და წინსვლას ეწინააღმდეგება. ყველაფრის მიუხედავად, დღეს ჩვენს ქვეყანას ეროვნული და პატრიოტი ადამიანებისგან შემდგარი ხელისუფლება ჰყავს. საქართველო არ შეუერთდება არც სანქციებს და ჩვენს ქვეყანაში არც მეორე ფრონტი გაიხსნება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)