08:59 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 09:50:31, 1229 ნახვა

მსოფლიო
„რაც შეიძლება სწრაფად შეწყვიტეთ ცეცხლი და გაიყვანეთ ჯარები უკრაინიდან“ - შოლცი პუტინს ტელეფონით ესაუბრა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, პატივი სცეს „უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“ და სრულად გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან.

როგორც გამოცემა Deutsche Welle წერს, შოლცისა და პუტინის სატელეფონო საუბარი 90 წუთი გაგრძელდა, რა დროსაც შოლცმა „მოუწოდა“ პუტინს, ეძიოს „დიპლომატიური გადაწყვეტა რაც შეიძლება სწრაფად, ცეცხლის შეწყვეტის, რუსული ძალების სრული გაყვანისა და რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე დაფუძნებული“. 

გერმანიის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიის ანექსიისთვის ახალი ზომების მიღების შემთხვევაში, ეს არ დარჩება „უპასუხოდ“ და რომ არავითარ შემთხვევაში არ იქნება „აღიარებული“ ახალი ხაზები.

გარდა ამისა, მან სთხოვა პუტინს, მოეპყრო დატყვევებულ მებრძოლებს „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად“, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ლიდერებმა ასევე განიხილეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მდგომარეობა, მანამდე კი შოლცმა სთხოვა პუტინს, თავიდან აეცილებინა „ნებისმიერი ესკალაცია“ ობიექტის „უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. 

გერმანიის უწყების ინფორმაციით, ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ კონტაქტი გააგრძელონ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics