|
2022-09-13 18:41:25, 1308 ნახვა
პოლიტიკა
იზიუმში აღმოჩენილია მასობრივო საფლავები, მსხვერპლია რაოდენობა დიდია
ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია მოდის იზიუმიდან იმის შესახებ, რომ ჩვენ უკვე აღმოვაჩინეთ მასობრივი საფლავები. - ამის შესახებ იზიუმის მერის მოადგილემ, ვოლოდიმირ მაცოკინმა განაცხადა. მისივე თქმით, აღმოჩენილია მოკლული ადამიანების ცხედრები. „მსხვერპლის რაოდენობას ვერ დავასახელებ. შეიძლება იყოს ათასზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ გეტყვით, რომ ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია მოდის იზიუმიდან იმის შესახებ, რომ ჩვენ უკვე აღმოვაჩინეთ მასობრივი საფლავები. აღმოჩენილია მოკლული ადამიანების ცხედრები... ჩვენ უკვე ვიცით ამ ადამიანების სახელები, უკვე ვიცით გარემოებები... ვიცით ციხეების შესახებ, ვიცით იქიდან ისტორიები, როგორ გაიქცნენ ადამიანები შეიარაღებული ძალების შემოსვლისას. ჩვენ ვიცით, რომ ამ ციხეებში ქალებს აწამებდნენ ელექტროშოკით, ამცირებდნენ“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)