|
2022-09-13 14:06:12, 872 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე არჩევნების ელექტრონულად ჩატარებაზე - სალაფავია შტერებისთვის
სინამდვილეში რაცაა გასაკეთებელი - ონლაინ ხმის მიცემის დაშვება და საარჩევნო ბარიერის გაუქმებაა,- ასე გამოეხმაურა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, „ქართული ოცნების" ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 2024-ის არჩევნებზე ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებაში ხმას ელექტრონულად მისცემენ. მისი თქმით, მმართველი პარტია, ჩამოთვლილთაგან არც ერთს არ გააკეთებს, „რადგან ეგრე ივანიშვილი ძალაუფლებას დაკარგავს, ამიტომ ისვრიან ასეთ სალაფავს შტერებისთვის“. „ელექტრონულად ჩატარება’-ში იგულისხმება ელექტრონული დათვლა. ‘საქართველოში’ იგულისხმება ურბანული ცენტრები. სინამდვილეში რაცაა გასაკეთებელი - ონლაინ ხმის მიცემის დაშვება, რომ ქვეყნიდან გასულ მოქალაქეებს მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ზედმეტი ბარიერების გარეშე და საარჩევნო ბარიერის გაუქმება. მაგრამ აქედან არცერთს არ გააკეთებენ, რადგან ეგრე ივანიშვილი ძალაუფლებას დაკარგავს, ამიტომ ისვრიან ასეთ სალაფავს შტერებისთვის“,- წერს ჯაფარიძე. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, რომ 2024 წელს საქართველოში არჩევნები ელექტრონულად ჩატარდეს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კერძოდ, ელექტრონული ხმის მიცემა გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას და უზრუნველყოფს ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტის ხმების დათვლასა და შედეგების გამოქვეყნებას კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)