|
2022-09-13 13:55:38, 772 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია „USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის“ ხელმძღვანელს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საერთაშორისო ორგანიზაციის „სოფლის მეურნეობაში ახალი საზღვრების დადგენა“ (CNFA) ახალი პროგრამის „USAID -ის ძლიერი სოფლის პროგრამა“ ხელმძღვანელს დინა კარიჩს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის შესახებ და ყურადღება სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ახალი პროგრამის განხორციელების ეფექტიანობაზე გაამახვილა. უწყების ცნობით, მინისტრმა დინა კარიჩს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამები გააცნო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „როგორც შეხვედრაზე ახალი პროგრამის ხელმძღვანელმა განაცხადა, CNFA მოხარულია საქართველოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობით, შესაბამისად ახალი პროექტის ფარგლებში აგრძელებს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. მნიშვნელოვანია, რომ „USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა“ მიზნად ისახავს შერჩეულ მუნიციპალიტეტებში სოფლის განვითარების მხარდაჭერას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გაზრდას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)