19:12 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-13 12:51:09, 978 ნახვა

საზოგადოება
GITA-ს მხარდაჭერით, ბათუმმა Startup World Cup-ის ეროვნულ კონკურსს უმასპინძლა

GITA-ს მხარდაჭერით, ბათუმმა Startup World Cup-ის ეროვნულ კონკურსს უმასპინძლა, რომელშიც ქართველი სტარტაპები მონაწილეობდნენ.

GITA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამარჯვებული 2022 წლის 30 სექტემბერს სილიკონის ველიზე მსოფლიოს უდიდესი სტარტაპ კონკურსის ფინალურ ეტაპზე გაემგზავრება, სადაც ერთმანეთს 70 რეგიონალური კონკურსის რჩეული სტარტაპები შეეჯიბრებიან. მთავარი პრიზის მფლობელი 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას მიიღებს.

„Startup World Cup-ის ეროვნულ კონკურსს ექსპერტთა საერთაშორისო ჟიური გაუძღვა, მათ შორის სილიკონის ველიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან. კონკურსის ჟიური შედგება ისეთი სტუმრებისგან, როგორიც არიან Google Germany-ის სტარტაპებისა და VC-ს ხელმძღვანელი ნინა ლევჩუკი და მსოფლიო ბანკის ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფის უფროსი ინვესტიციების პროფესიონალი ლევან შალამბერიძე.

კონკურსი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭრით იმართება. ორგანიზატორები აშშ-ის ბაზრის წვდომის ცენტრი და Startup Connect, ხოლო პარტნიორები მეღვინეობა ჩელთი, მედიალაბი და ბათუმის მერია არიან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics