04:16 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-12 22:27:12, 1494 ნახვა

პოლიტიკა
კანდელაკი - ვლადიმერ პუტინი, უდავოდ, მომავლის არქიტექტორი ხდება

ვლადიმერ პუტინი, უდავოდ, მომავლის არქიტექტორი ხდება. - ამის შესახებ პუტინის პროპაგანდისტმა, თინა კანდელაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯონსონებსა და ზელენსკებს ისტორიის ტუალეტი ჩამორეცხავს.

"ვლადიმერ პუტინი, უდავოდ, მომავლის არქიტექტორი ხდება. უფრო და უფრო ნაკლები რჩებიან ფიგურები, რომლებმაც მეოცე საუკუნის ისტორია განსაზღვრეს. და ვინ განსაზღვრავს 21-ე საუკუნის მომავალს? მიმოიხედეთ გარშემო და პასუხი აშკარაა: პუტინი. კიდევ 10 წელი და ის შეცვლის ყველა ჩვეულ ნარატივს. დიახ, iPhone კვლავ ჩვენს ხელთ იქნება, თუმცა პეკინი და სინგაპური ჩვენთვის უფრო ახლოს გახდება, ვიდრე ლონდონი და რომი. ჩვენ, კბილების კრაჭუნით, მაინც დავიწყებთ მშობლიურის შენებას და Mc'Donalds და IKEA სამუდამოდ დატოვებენ ჩვენს ცხოვრებას, ისევე როგორც ჯონსონები და ზელენსკები, რომლებსაც ისტორიის ტუალეტი ჩამორეცხავს".  - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსნებთ, რომ თინა კანდელაკი რუსი პროპაგანდისტი და პუტინის ძალადობრივი რეჟიმის მხარდაჭერია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics