04:16 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-12 21:53:37, 1322 ნახვა

პოლიტიკა
ნაძალადევის რაიონში, ავალიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო

ნაძალადევის რაიონში, ავალიშვილის ქუჩაზე, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 1 400 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
 
პროექტის პირველ ეტაპზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები განხორციელდა. გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
 
რეაბილიტირებული ქუჩა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ და თბილისის საკრებულოს წევრმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერეს.
 
„ავალიშვილის ქუჩაზე მხოლოდ გრუნტიანი გზა იყო, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა. ახლა მოქალაქეების მთავარი პრობლემა აღმოფხვრილია და ისინი კეთილმოწყობილი გზით სარგებლობენ. აღნიშნული ტერიტორია შეიძლება ითქვას, რომ ახალი დასახლებაა და ჩვენ მომავალი წლის განმავლობაშიც გავაგრძელებთ მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობას“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

სანიაღვრე ქსელის მოწყობისა და საგზაო სამუშაოების საერთო ღირებულება 314 000 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics