|
2022-09-12 19:27:26, 1185 ნახვა
პოლიტიკა
პეტერბურგისა და კოლპინოს 18 მუნიციპალური ოლქის დეპუტატების პეტიცია - პუტინი უნდა გადადგეს
ჩვენ, მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და კოლპინოს მუნიციპალური ოლქების დეპუტატებს გვჯერა, რომ პუტინის ქმედებები საზიანოა ჩვენი მოქალაქეების მომავლისთვის. - ამის შესახებ მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და კოლპინოს 18 მუნიციპალური ოლქის დეპუტატებმა ერთობლივ პეტიციაში განაცხადეს. მათივე თქმით, პუტინი უნდა გადადგეს. "ჩვენ, მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და კოლპინოს მუნიციპალური ოლქების დეპუტატებს გვჯერა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ქმედებები რუსეთისა და მისი მოქალაქეების მომავლისთვის საზიანოა. მოვითხოვთ ვლადიმირ პუტინის გადადგომას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან". - ნათქვამია განცხადებაში შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)