19:12 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-12 17:22:03, 1119 ნახვა

საზოგადოება
სოფელ დიღომში, მაჭავარიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, მაჭავარიანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის შედეგად, 3 850 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. თავდაპირველად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლისა და წყალარინების სისტემა მოაწყო. ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს.

„სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო, ადგილობრივ  მოსახლეობას შეხვდა და სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

სოფელ დიღომში, გასულ წელს კვირაცხოვლის, ვაჟა-ფშაველასა და მამუჩაშვილის ქუჩები ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა. მაჭავარიანის ქუჩის დაგებით კი, სრულდება პროექტი, რომელიც იმ ქუჩების მოწესრიგებას მოიცავდა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის.

მაჭავარიანის ქუჩის პროექტი საბურთალოს გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან    261 514    ლარია გამოყოფილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics