19:12 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-12 15:45:40, 993 ნახვა

საზოგადოება
კასპის საჭიდაო დარბაზმა ქართულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობაზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეჯიბრს უმასპინძლა

10 და 11 სექტემბერს ქალაქ კასპის საჭიდაო დარბაზმა ქართულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობაზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეჯიბრს უმასპინძლა.

შეჯიბრი  2004-2005 წელს დაბადებულთა შორის ჩატარდა, რომელშიც სპორტსმენები საქართველოს 26 მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობდნენ. შეჯიბრზე 10 გამარჯვებული მოჭიდავე გამოვლინდა, მათგან ერთ ერთი კასპელი გიორგი ხიზამბარელია.

გამარჯვებულები 8 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებენ ქალაქ თბილისში გამართულ ქართული ჭიდაობის  მსოფლიო ჩემპიონატში.

გამარჯვებულებს მედლები და სიგელები ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა და ტიტულოვანმა მოჭიდავეებმა გადასცეს.

შეჯიბრს საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი ესწრებოდა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერიასა და სპორტის მესვეურებს შეჯიბრის ორგანიზებული ჩატარებისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics