|
2022-09-11 11:01:52, 984 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - უსამშობლო ადამიანებით დაკომპლექტებული ღალატის პარტია ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას, პირობას ვაძლევთ
,,არსებობს ერთი პარტია ნაცმოძრაობა, რომელიც იყოფა, ნაცმოძრაობად, ლელოდ, სტრატეგია აღმაშენებლად, რეალურად ეს არის ერთი ბირთვი, რომელიც ყველაფერს აკეთებს საქართველოს დაზიანებისათვის. მე ვერ წარმომიდგენია, ამდენი ფეიკის საფუძველზე, ამდენი ყალბი, პოპულისტური შუამდგომლობის დაყენება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ დაზიანდეს ,,ქართული ოცნება,’’ ოღონდ სახელმწიფოს დაზიანების ხარჯზე,’’- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა უსამშობლო ადამიანებით დაკომპლექტებული ომის და ღალატის პარტია ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას. მისი თქმით, საქართველოს მტრობაში არავის გაუმარჯვია, რადგან ყოველთვის საქართველო იმარჯებს . ,,რასაც ეს ხალხი და მათი პატრონები აკეთებენ ეს იწვევს ჩვენი ქვეყნის და საქართველოს მოქალაქის იმიჯის დაზიანებას, მსოფლიოს ძალიან ბევრი ხალხის თვალში. მათი ეს ისტერია, რაც ქვეყნის შიგნით არის და მერე გააქვთ ქვეყნის გარეთ, იწვევს საქართველოს დაზიანებას, არ ერიდებიან, ოღონდ დააზიანონ ,,ქართული ოცნება’’ და ამას მიყვება ქართული სახელმწიფოც. ეს არის საქართველოს მტრობა და სწორედ, ამიტომ ვეძახით ჩვენ მათ უსამშობლო ადამიანებს. უსამშობლო ადამიანებით დაკომპლექტებული ომის და ღალატის პარტია ვერასოდეს წარმატებას ვერ მიაღწევს, არათუ ამ რაღაც მიკრო თემებში, არამედ ვერცერთ დიდი თემაში. ამის პირობას ვაძლევთ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მტრობაში არავის გაუმარჯვია - საბოლოოდ ეს ქვეყანა იმარჯვებს ხოლმე. აქ არ არის საუბარი ,,ქართული ოცნებაზე,’’ მმართველ გუნდზე და მოსახლეობის ნახევარზე, რომელიც ჩვენ გვიჭერს მხარს და ა.შ. აქ არის საუბარი საქართველოზე და მის ეროვნულ ინტერესებზე. ეროვნული ინტერესები არ დამარცხდება, ამას უნდა შეეგუონ და სისულელეებს დაანებონ თავი,’’- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)