|
2022-09-09 13:00:37, 1154 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - 379 ადამიანი უკვე მყავს, რომლებიც მზად არიან ქუჩაში პროტესტზე, ხელის შეშლაზე, და დაუმორჩილებლობაზე
პირველად ცხოვრებაში, ტექნიკური რაღაცებით ვარ დაკავებული, რომ ადამიანები დავაორგანიზო, - პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე გეგმავს, რომ გაზარდოს იმ ხალხის რაოდენობა, ვინც ქუჩაში პროტესტისთვის გამოვა. როგორც ჯაფარიძემ "მთავარი არხის" ეთერში საუბრისას განაცხადა, მის „ტელეგრამ“ არხზე 379 ადამიანი უკვე დარეგისტრირდა და გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს რაოდენობა გაზარდოს. "პირველად ცხოვრებაში, ტექნიკური რაღაცებით ვარ დაკავებული, რომ ადამიანები დავაორგანიზო. ჩემს „ტელეგრამ “არხზე 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც მზად არიან, წამოვიდნენ ქუჩაში პროტესტი და ხელის შეშლაზე, დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟზე და ეგეთ რაღაცებზე გამოთქვეს მზაობა, რომ გააკეთონ. მე ვიცი, რომ ეს ხალხი არის ეგეთი ხალხი, რომლებიც ამისთვის არიან მზად. ამოცანა მაქვს, რომ ამ ხალხის რაოდენობა გავზარდო და გავხადო რამდენიმე ათეულობით ათასი. ეგეთი ამოცანა მაქვს. ვცდილობ, დღეში ერთხელ ამ ადამიანებს რაღაც ვუთხრა, რაღაც თემასთან დაკავშირებით, რადგან ვხედავ, რომ ბევრ რაღაცებზე წარმოდგენები მაინც გასასწორებელი გვაქვს. ვაკეთებ ყველაფერს საჯაროდ, ვლაპარაკობ ყველაფერს და არაფერს ვმალავ, მათ შორის, გეგმასაც. აქციების დროს არ იცოდნენ რა ხალხი იყო. უნდა იცოდე რა ხალხია და რაზე მოდიან“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)