|
2022-09-08 16:10:26, 791 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე კრამონზე - არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან ვინმე სხვასთან
არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან ვინმე სხვასთან,- ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს, რომელიც „მთავარი არხის“ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან, ციხეში შესვლას უშედეგოდ ითხოვს. კობახიძის თქმით,საპატიმროში ადამიანების შეშვების საკითხი შესაბამისი უწყების პრეროგატივაა, რომელიც თავად არ ეხება. " ვიოლა ფონ კრამონს რაც შეეხება მასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია. მისი განცხადებებით, რომელიც აკეთა გასული დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა,ის რატომ გვაქვს ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ. მათ შორის ძლიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის დასანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ახლა, ასეთ რაღაცებს რომ ლაპარაკობს ადამიანი, ის მგონი არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან ვინმე სხვასთან,"- განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი წერს, რომ მისთვის საქართველოს ციხეში პატიმრის მონახულება მარტივი პროცედურა უნდა ყოფილიყო. "თავდაპირველად მიპასუხეს, რომ მე არ მივეკუთვნებოდი იმ ჯგუფს, რომელსაც ნიკა გვარამიას მონახულების უფლება ჰქონდა. შემდეგ იუსტიციის მინისტრს მივმართე, მივიღე უარყოფითი პასუხი. შემდეგ მეორედ მივმართე და პასუხი იგივე იყო. როცა მკითხეს, იყო თუ არა მისი მონახულება მნიშვნელოვანი, მე ვუპასუხე, რომ კი და დავასაბუთე 12 რეკომენდაციით, სადაც მედიის თავისუფლება და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა მთავარ პუნქტებად წერია". - ნათქვამია განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)