09:45 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 14:57:49, 1374 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ის ჟურნალისტის, ბარბარა პლეტ აშერის Twitter-ზე დაყრდნობით ავრცლებს.

ბლინკენის კიევში ვიზიტს ადასტურებს  ამერიკული გამოცემა ABC News- იც.

გამოცემის ცნობით, ვიზიტის სავარაუდო მიზეზი უკრაინის სამხედრო დახმარებაა.

„აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვევა უკრაინას, კიევისა და მისი მეზობლების უსაფრთხოებისთვის დამატებითი 2,6 მილიარდი დოლარის დახმარების შესახებ აშშ-ის განცხადებასთან დაკავშირებით“, - წერს ის.

უკრაინის მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას განხილული იქნება საკითხი, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას და მის 18 მეზობელს, 2 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს, მათ შორის არიან ნატოს წევრები და რეგიონალურ უსაფრთხოების პარტნიორები.

ცნობისთვის, ეს არის დამატებით 675 მილიონი დოლარის მძიმე იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის პაკეტი მხოლოდ უკრაინისთვის, რომელიც თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა დღეს რამშტეინის საჰაერო ბაზაზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ეს ბლინკენის მეორე ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი წამოიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics