|
2022-09-08 14:54:43, 888 ნახვა
პოლიტიკა
CNN - ФСБ - ს ყოფილმა ჯაშუშებმა აღიარეს, რომ საქართველოში სპეციალური დავალებების შესასრულებლად იმყოფებოდნენ
CNN-თან ინტერვიუში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორმა ყოფილმა ჯაშუშმა აღიარა, რომ ისინი სპეციალური დავალების შესასრულებლად გარკვეული დროით საქართველოში იმყოფებოდნენ. მიხაილ სოკოლოვისა და ვსევლოდ ოსიპოვის თქმით, ისინი საქართველოში გაგზავნეს, სადაც უკრაინის ომზე საზოგადოების განწყობა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უკრაინელი ლტოლვილებისტვის გაწეული დახმარების მონიტორინგი დაევალათ. „ომის დაწყებისთანავე, ჩემმა დამრიგებელმა მთხოვა გამეგო, რას გრძნობს საზოგადოება ზოგადად უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით. FSB ასევე დაინტერესებული იყო ნებისმიერი თანამშრომლობით დასავლურ უსაფრთხოების სამსახურებთან ან თუ ვინმე იღებს ფინანსებს საზღვარგარეთიდან“,- აცხადებს ოსიპოვი. სოკოლოვის ერთ-ერთი დავალება იყო ეთვალთვალა და ინფორმაცია მოეგროვებინა საქართველოში მცხოვრებ და დასაქმებულ რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთიდან რეპრესიებს გაექცნენ. „მათ ეგონათ, რომ ქართული უშიშროების სამსახურები, რუს ოპოზიციონერებს ამერიკული CIA-ს [ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო] დავალებით უშვებდნენ" - ამბობს სოკოლოვი და იქვე აღნიშნავს, რომ ამის კვალი ვერ დაინახა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)