|
2022-09-08 13:03:18, 746 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი ამერიკის საელჩოს - დიდ პატივს გცემთ, მაგრამ დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები რაა
დიდ პატივს ვცემთ ამერიკის საელჩოს, მაგრამ სულ მცირე ცოტა კორექტული ფორმულირებაა საჭირო,- "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ს საელჩოს განცხადებას, მოსმენების კანონპროქტის შესახებ, კრიტიკულად აფასებს. მისი თქმით, საელჩო არ გაცნონია რას ეხებოდა ეს ცვლილება და მათ განცხადებაში "არანაირი ობიექტური ანალიზი არ არის და პოლიტიკურად ანგაჟირებულია". "დიდ პატივს ვცემთ ამერიკის საელჩოს, მაგრამ სულ მცირე ცოტა კორექტული ფორმულირებაა საჭირო. დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები რაა, რას ეხება ეს ცვლილება. ეს ცვლილება ეხება სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფ სიტუაციაში კანონიერი ფარული მოსმენების დარეგულირებას. რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი. არანაირი ობიექტური ანალიზი არ არის და არის პოლიტიკური ანგაჟირებული შეტევის მცდელობა",- ამბობს ქადაგიშვილი. შეგახსენებთ, რომ ამერიკის საელჩოს განცხადებით, პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)