|
2022-09-08 10:46:37, 684 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი. აღნიშნული ცვლილებების თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში შეიქმნება მეხანძრე-მაშველთა სპეციალური სასწავლო ცენტრი. სასწავლო ცენტრი აღიჭურვება მეხანძრე-მაშველთა სწავლებისთვის საჭირო შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რაც უზრუნველყოფს მეხანძრე-მაშველთა სრულყოფილ მომზადებას და გადამზადებას. დღეისთვის მეხანძრე-მაშველთა სწავლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ახორციელებს. გარდა ამისა, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა მეხანძრე-მაშველთა წახალისების ახალი ფორმები. კერძოდ, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის, წახალისების ფორმით, მეხანძრე-მაშველის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სამსახურის ჟეტონით დაჯილდოვება. ასევე, მიღებული კანონით დარეგულირდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურში მიღებასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)