|
2022-09-08 10:28:41, 769 ნახვა
პოლიტიკა
რუსი ჟურნალისტი - ჩემს საქართველოში არ შემომიშვეს, ამას პოლიტიკურ ხედვას ვუკავშირებ
პირველად არ ხდება, როცა საზღვარზე პრობლემები მექმნება, ომის შემდეგ, რამდენჯერაც ჩამოვედი, ნახევარი საათი საზღვარზე მაჩერებდნენ, - საქართველოში კიდევ ერთი პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე ჟურნალისტი არ შემოუშვეს. რუსული გამოცემა "ნუჟნა პომოშისა" და "ტაკიე დელას" დამფუძნებელი, მიტია ალეშკოვსკი აცხადებს, რომ ქვეყანაში არ შეშვების მიზეზი პოლიტიკურია. "მე არ მომცეს არანაირი ახსნა განმარტება, თუ რატომ არ მიშვებდნენ საქართველოში. არანაირი დოკუმენტი არ მომცეს, პასპორტიც კი იმ ავიაკომპანიის თანამშრომელს გადასცეს, რომლითაც სომხეთში მიშვებდნენ, პირველად არ ხდება, როცა საზღვარზე პრობლემები მექმნება. ომის შემდეგ, რამდენჯერაც საქართველოში ჩამოვედი, ნახევარი საათი საზღვარზე მაჩერებდნენ. მე საქართველოში ომამდე ვცხოვრობდი. ბევრი წელია უკვე საქართველოში ვცხოვრობ. ჩემს საქართველოში არშემოშვებას ჩემს პოლიტიკურ ხედვას ვუკავშირებ, რუსეთსა და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, რადგან ომამდე მე საქართველოში შემოსვლაზე პრობლემა არ მქონია. ცოტა ხნის წინ რუსეთში აგენტადაც შემრაცხეს, თუმცა მე არ ვარ პოლიტიკოსი და პოლიტიკური ცხოვრებით არასდროს ვყოფილვარ დაკავებული. შევეცდები დავბრუნდე საქართველოში, იმედი მაქვს გამომივა დაბრუნება ჩემს ოჯახთან",- ამბობს ალეშკოვსკი. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის პოლიტიკის მოწინააღმდეგეს საზღვართან აყოვნებენ და დეპორტს ურტყამენ. აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა რუს ბლოგერ ინსა ოგუზთან მიმართებაშიც და რუს ბლოგერ, ალექსეი რომანოვთან.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)