|
2022-09-08 10:16:56, 775 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე - ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ
გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეტ ვინკელმაიერ-ბექერი საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მხარეებს შორის არსებული თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ელიზაბეტ ვინკელმაიერ-ბექერმა აღნიშნა, რომ გერმანიისთვის „ძალზედ საინტერესოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის მიმართულებები“. „ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ბუნდესტაგის იურიდიულ კომიტეტსა და საქართველოს იუსტიციის მინისტრს, დოქტორ რატი ბრეგაძეს, შორის. ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სამართლებრივი პოლიტიკა, სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია. ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ. შეხვედრაზე გავეცანით იუსტიციის სამინისტროს წარმატებული მუშაობის სხვადასხვა მიმართულებას. მათ შორის ხელშესახები მაგალითია ციფრული სერვისები. ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ და ვფიქრობ, ამას მომავალშიც სიამოვნებით გავაგრძელებთ“, - განაცხადა ელიზაბეტ ვინკელმაიერ-ბექერმა. შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)