|
2022-09-07 22:27:11, 1281 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - მოსმენების კანონი სრულად თავსებადია ევროპულ მიდგომასთან და სრულად შეესაბამება სტრასბურგის სტანდარტებს
ნებისმიერ კრიტიკას, ნებისმიერ შენიშვნას, ნებისმიერ საყვედურს სჭირდება ფაქტი და სამართლებრივად გამყარებული არგუმენტი. ვერც ვენეციის კომისიის დასკვნაში, ვერც პრეზიდენტის ე.წ. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი მუშაობს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე 12 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში. მისი განმარტებით, მიღებული კანონი - ფარული საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით სრულად თავსებადია და სრულად შეესაბამება სტრასბურგის სტანდარტს. ,,ჩვენ სწორედ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე 12 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ვმუშაობთ, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, კანონმდებლობა ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით იყოს შესაბამისობაში ევროპულ მიდგომებთან. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, “კენედი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ” - აი, ამ საქმეში, ისე როგორც სხვა საქმეებში, მკაფიოდ არის განსაზღვრული, თუ როგორ უნდა განხორციელდეს სტანდარტების დაცვა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით. ვერც ერთ პროცესს ვერაფერი ვერ დააზიანებს, ეს კანონი სრულად თავსებადია ევროპულ მიდგომასთან, სრულად შეესაბამება სტრასბურგის სტანდარტებს და შესაბამისად, ამასთან მიმართებაში, ვერც ერთმა კრიტიკოსმა არგუმენტირებული, კონკრეტული საქმე ვერ წარმოადგინა, თუ რას ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, ასეთი განცხადებების ნაცვლად, მე ვისურვებდი სტრასბურგის საქმეებზე მითითებას, ახსნას, ევროკონვენციის რომელ მიდგომას ეწინააღმდეგება და სხვა,’’-განაცხადა ოხანაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)