|
2022-09-07 15:38:02, 1070 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ოპოზიციაზე - უსამშობლო ხალხია, არც სახელმწიფო ადარდებთ, პირიქით, საკუთარ ქვეყანას და ხალხს მტრობენ
ესენი არიან უსამშობლო ხალხი, არც სახელმწიფო ადარდებთ, პირიქით, სახელმწიფოს, საკუთარ ქვეყანას და ხალხს მტრობენ. აქედან გამომდინარე, პირდაპირ არიან დაინტერესებული იმით, რომ არც ევროინტეგრაცია წავიდეს წინ, არც ქვეყანა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე - რამდენად სწორია ოპოზიციის მხრიდან პირდაპირ იმის თქმა, რომ არაფერი კეთდება, როცა პროცესი დაწყებულია, სასწორზე დგას სახელმწიფოებრივი საკითხი და ამ პროცესის დისკრედიტაცია ნებისმიერი მხარის მხრიდან საბოლოოდ სახელმწიფოს მომავალზე აისახება. მისი თქმით, ამის უკან რა დგას, ამაზე საზოგადოებასაც შეუძლია მსჯელობა, თუმცა ფაქტა, რომ ისინი საკუთარ ქვეყანას არ ემსახურებიან და პირიქით, დგანან იმ სამსახურში, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს. „ესენი არიან უსამშობლო ხალხი, არც სახელმწიფო ადარდებთ და პირიქით, სახელმწიფოს, საკუთარ ქვეყანას და ხალხს მტრობენ. აქედან გამომდინარე, პირდაპირ არიან დაინტერესებული იმით, რომ არც ევროინტეგრაცია წავიდეს წინ, არც ქვეყანა წავიდეს წინ. ამის უკან რა დგას, ამაზე საზოგადოებასაც შეუძლია მსჯელობა და შეიძლება ჩვენც ვისაუბროთ უფრო ფართოდ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ისინი საკუთარ ქვეყანას არ ემსახურებიან და პირიქით, დგანან იმ სამსახურში, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მთავარი შემფასებელი არის ქართული საზოგადოება, საზოგადოება ამას ხედავს, აფასებს და ამის შედეგია საბოლოო ჯამში ის, რომ ყველა არჩევნებზე ჩვენ გვაქვს მოსახლეობის ხან 48 ხან 47%-ის მხარდაჭრა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)