|
2022-09-06 22:09:19, 1103 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი - ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზეა დაფუძნებული, თქვენ მარტო არ ხართ
ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზეა დაფუძნებული. - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში განაცხადა. მისივე თქმით, განსაკუთრებით არ არის მარტივი არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მაგრამ საქართველო მარტო არ არის. "ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზეა დაფუძნებული... პერსპექტივა ძალიან ნათელია. როდესაც საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიც არის პოლიტიკური კულტურა, ინკლუზიურობა, დემოკრატიის პრინციპების, სამართლის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლების პრინციპებზე, ეს ყველაფერი ჩვენი საფუძემდებლო პრინციპებია. საქართველომ გადაწყვიტა შეუდგეს ევროპულ გზას და ეს პასუხისმგებლობა იკისროს და ახლა აქტუალურია რომ ეს დანაპირები შესრულდეს... არ არის მარტივი. განსაკუთრებით არ არის მარტივი არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მაგრამ თქვენ მარტონი არ ხართ, ევროკავშირი და ყველა ევროპული ინსტიტუტი თქვენთანაა და თქვენს დასახმარებლად მზადაა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)