02:33 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 19:19:13, 1034 ნახვა

პოლიტიკა
პავილიონისი - მედიის თავისუფლების დაცვა მნიშვნელოვანია, ჟურნალისტები თავისუფლებას და დემოკრატიას იცავენ

ჟურნალისტები თავისუფლებას და დემოკრატიას იცავენ. - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს 12 პუნქტიან შესასრულებელ გეგმაში მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანი ასპექტია.

"წაიკითხეთ 12-ვე რეკომენდაცია. იქ მედიის თავისუფლების შესახებ ნათლად წერია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ლიეტუვას კარგად ახსოვს ჟურნალისტი, რომელმაც გორბაჩოვის მიერ გამოგზავნილი ტანკებისგან გადაგვარჩინა. მაშინ მეც სატელევიზიო ანძის ტერიტორიაზე ვიყავი. ეს იყო ჟურნალისტიკისა და მედიის თავისუფლების მაგალითი. მათ ნათლად გადმოსცეს გორბაჩოვის რეჟიმის სისასტიკე. ჟურნალისტები თავისუფლებას და დემოკრატიას იცავენ. თქვენ გაქვთ საშუალება დასავლეთისკენ წახვიდეთ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. ეს არის გზა სამოთხისკენ. არ მესმის რატომ არ უნდა წავიდეს საქართველო ამ გზით". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, მათ შორის დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics