|
2022-09-06 13:34:11, 1285 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთი მონიტორინგს გაუწევს საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია. შესაბამისი ბრძანებულება და კონცეფციის ტექსტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსკოვის ჰუმანიტარული პოლიტიკის პრიორიტეტი საზღვარგარეთ იქნება დსთ-ს ქვეყნებთან და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან - აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან, დონეცკ და ლუგანსკთან თანამშრომლობის გაფართოება. რაც შეეხება საქართველოს და მათ შორის ლატვიასთან, ლიტვასთან, ესტონეთთან და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა. იუსტიციის სამინისტრომ განმარტა, რატომ აძლევენ რუსებს საქართველოს მოქალაქეობას. „რუსეთის ფედერაცია მხარს უჭერს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს საკუთარი უფლებების განხორციელებაში, მათი ინტერესების დაცვისა და სრულიად რუსული კულტურული იდენტობის შენარჩუნებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)