|
2022-09-06 13:03:52, 838 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ოპოზიციას - სპორტის სახეობა არ დატოვეს, რომ არ დამპირისპირებოდნენ, ფაქტია, წარმატება ორგანულად აშფოთებთ
რა შეიძლება უღმერთო და უსამშობლო ადამიანები აიძულოს უარი თქვან რადიკალიზმზე, ჩემთვის წარმოუდგენელია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია, კონკრეტულად კი "ნაციონალური მოძრაობა" " სპორტის სახეობას არ ტოვებს, რომ არ დაუპირისპირდნენ. "სპორტის თემაზე საუბრისას უნდა აღვნიშნო, რომ, სამწუხაროდ, ჩემმა ოპონენტებმა აქაც კი მოახერხეს პოლიტიკის შემოტანა და აჩვენეს, რომ ქართული სპორტის წარმატება ისევე სწყინთ და არ უხარიათ,როგორც ჩვენი ქვეყნის წარმატება. "ნაციონალებმა" სპორტის სახეობა არ დატოვეს, რომ არ დამპირისპირებოდნენ. ფაქტია, რომ რადიკალურ ოპოზიციას ორგანულად აშფოთებს და აღიზიანებს ნებისმიერი წარმატება, რომელსაც საქართველო აღწევს. 15 წელი "იხწოდნენ", რათა პატრიარქის ავტორიტეტს რამენაირად შეხებოდნენ და ალბათ ასეთივე რუდონებით აპირებენ სპორტსმენებზე შეტევას, მაგრამ ამ ბრძოლაში ისე დამარცხდებიან, როგორც პატრიარქთან და ეკლესიასთან. ეს ადამიანები არიან პოლარიზებული არა ჩვენთან არამედ ყველაფერ წმინდასთან, რაც ჩვენ ქვეყანას უკავშირდებაა ასეთ პირობებში, რა შეიძლება უღმერთო და უსამშობლო ადამიანები აიძულოს უარი თქვან რადიკალიზმზე, ჩემთვის წარმოუდგენელია",- განაცხადა კობახიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)