|
2022-09-06 12:50:09, 814 ნახვა
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესის განსაზღვრის ცვლილებას მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა და წესები კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა, რომელიც სახალხო დამცველის არჩევის დროებით წესს ითვალისწინებს. პარლამენტის წევრების მამუკა მდინარაძის და მიხეილ სარჯველაძის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა და კოლეგებს საკანონმდებლო ცვლილების არსი გააცნო. მისი განმარტებით, დროებითი წესი უზრუნველყოფს სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევისა და წარდგენის პროცესის მაღალ გამჭვირვალობას და მასში სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, აკადემიური და პროფესიული წრეების ფართო ჩართულობას. პროექტის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრება სპეციალური შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის შემადგენლობაც განსაზღვრულია 9 წევრით და რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის აკადემიური და პროფესიული წრეების ჩართულობა. „ცვლილება უკავშირდება თორმეტ პუნქტიანი გეგმის მეთორმეტე პუნქტს, რომელიც გულისხმობს დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგენასა და არჩევას სახალხო დამცველის თანამდებობაზე. ამასთან დაკავშირებით წარიმართა მუშაობა ჩვენი მხრიდან და ევროპული სტრუქტურების, მათ შორის ევროკომისიის, ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიის და სხვა სტრუქტურების სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით მომზადდა ისეთი წესი, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს სრულფასოვნად აღნიშნული მიზნის მიღწევას, იმავდროულად წარმოადგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ინიციატივა გულისხმობს ორ ეტაპად პროცედურების დარეგულირებას. ერთი არის რეგლამენტში ცვლილების შეტანა, სადაც გაიწერება კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება სახალხო დამცველი და მეორე - გაჩნდება საფუძველი რომ ერთჯერადად, ამ კონკრეტულ არჩევნებთან დაკავშირებით პროცესი დარეგულირდეს თავმჯდომარის ბრძანების მეშვეობით", - განაცხადა მომხსენებელმა კომიტეტის სხდომაზე. საკითხთან დაკავშირებით გამოითქვა შენიშვნები და მოსაზრებები, რომელთა გათვალისწინებითაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით გატანას.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)