|
2022-09-06 11:27:45, 902 ნახვა
პოლიტიკა
ჰოჯესი - საქართველოს მომავალი უკეთესი გახდება, როგორც კი უკრაინა რუსეთს დაამარცხებს
ჩვენ გვიკვირს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს არ გმობს, როგორც აგრესორს,- ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მომავალი დაუყოვნებლივ უკეთესი ხდება, როგორც კი უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, ამიტომ ყველა ისტორიის სწორ მხარეს უნდა იდგეს. „მე ვფიქრობ, თავად ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკომისიის რეკომენდაციები. დიახ, მე ვთვლი, რომ ეს გამოწვევებით სავსე სტანდარტებია, მაგრამ ყველა მათგანი მიღწევადია, თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მათი შესრულება საჭიროა. მთავრობაში მყოფ ხალხს არ უნდა ეშინოდეს დებატების, პროტესტისა და ჟურნალისტების. პირიქით, მათ უნდა უნდოდეთ აქ მოსვლა, ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხების გაცემა და განმარეტება იმისა, თუ რას და რატომ აკეთებენ. აბსოლუტური ნონსენსია, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს. ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატია, რომელიც ჩვენ გვყავს, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. ამიტომ, ის ბრალდებები, რომლებიც მის მიმართ ისმის, ნონსენსია. ჩვენ გვიკვირს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს არ გმობს, როგორც აგრესორს, რადგან საქართველოს მომავალი დაუყოვნებლივ უკეთესი ხდება, როგორც კი უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, ამიტომ ყველა ისტორიის სწორ მხარეს უნდა იდგეს“,- განაცხადა ჰოჯესმა. შეგახსენებთ, რომ უცხოელი დიპლომატები საქართველოში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას!" ფარგლებში ჩამოვიდნენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)