|
2022-09-05 19:21:16, 1452 ნახვა
პოლიტიკა
პუტინი - ამომავალი მზის ქვეყანა იაპონია კი არა, არამედ რუსეთია
იაპონიას ამომავალი მზის ქვეყანას უწოდებენ, მაგრამ მემგონი იაპონიაზე აღმოსავლეთით მდებარეობს კამჩატკა ან სახალინი. - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ გაგებით ამომავალი მზის ქვეყანა იაპონია კი არა, არამედ რუსეთია. "იაპონიას ამომავალი მზის ქვეყანას უწოდებენ, მაგრამ მემგონი იაპონიაზე აღმოსავლეთით მდებარეობს კამჩატკა ან სახალინი. კიდევ უფრო აღმოსავლეთით მდებარეობს ახალი ზელანდია, ხოლო ახალ ზელანდიაზე კიდევ უფრო აღმოსავლეთით ჩუკოტკა, იქ კიდევ 60 კილომეტრიანი სრუტეა, ხოლო იმის იქეთ უკვე ამერიკის კონტინენტი. ამ გაგებით ამომავალი მზის ქვეყანა რუსეთია". - განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ,რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)