|
2022-09-05 14:11:06, 630 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - არჩევნები ახალი ჩატარებული იყო და ვადამდელს ითხოვდნენ, ამის შემდეგ, სეზონის მიხედვით ითხოვენ
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილ "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია, იწვევს ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას. მისი თქმით, არჩევნები ჩატარდება 2024 წელს და სერიოზული აღარ არის ამ თემებზე კომენტარის გაკეთება, ვინაიდან ოპოზიცია "სეზონის მიხედვით აჟღერებს ამ მოთხოვნებს". "როცა ვსაუბრობთ პოლარიზაციის საკითხზე, პრობლემაზე ან გამოწვევაზე, სინამდვილეში ჩვენ საქართველოში გვაქვს არა პოლარიზაცია, არამედ გვაქვს ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია, რაც იწვევს ამ პოლარიზაციას. მთავარი პრობლემაა არის არა პოლარიზაცია და განსხვავებული აზრების დაპირისპირება,არამედ ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია, ის რადიკალური დღის წესრიგი, რომელსაც მიჰყვებიან. ეს გულისხმობს ერთ რამეს, ხელისუფლების არაღიარებას. ეს არის მთავარი გამოწვევა რაც მათ აქვთ. არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. სიმართლე გითხრათ, სერიოზულიც აღარ არის ამ თემებზე კომენტარის გაკეთება. არჩევნები ახალი ჩატარებული იყო, ვადამდელს ითხოვდნენ და ამის შემდეგ, შიგადაშიგ სეზონის მიხედვით ეს მოთხოვნები კვლავ ისმის. სამწუხაროდ, ოპოზიციის ეს ნაწილი საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობს, რომ არანაირი მხარდაჭერა მათ და ამ მოთხოვნას საზოგადოებისგან არ აქვს. ერთადერთი, რასაც ამით ისინი აღწევენ, არის კიდევ უფრო მეტად მარგინალიზია საზოგადოებაში “,-განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ შექმნილი "უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის" განსამუხტად საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს. მელიამ სამ-პუნქტიანი სტრატეგიული გეგმა წარადგინა, რაც მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად დაეხმარება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)