|
2022-09-05 13:27:30, 1043 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ივანიშვილზე - საკუთარი თავისა და ოჯახის სიცოცხლის ფასად „ნაციონალური მოძრაობა“ გაისტუმრა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ შეაფასა ბიძინა ივანიშვილის წვლილი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და აღნიშნა, რომ თავის დროზე პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება ივანიშვილმა საკუთარი სიცოცხლის ფასად, ქვეყნის ინტერესების დასაცავად მიიღო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ტალახი ესროლოს ბიძინა ივანიშვილს, თუმცა არაფერი გამოუვათ. „ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, მეცენატი, ადამიანი, რომელმაც უდიდესი გარდატეხა შეიტანა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავისა და საკუთარი ოჯახის სიცოცხლის ფასად გაგისტუმრათ თქვენ „ნაციონალური მოძრაობა“, კრიმინალები, სისხლიანი რეჟიმი, რომელიც დაკავებული იყო ადამიანების წამებით, ადამიანების გაუპატიურებით საპყრობილეში, იმ უმძიმესი მოპყრობით. სიტყვებით გადმოცემაც კი მიჭირს იმ რეალობის, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში იმ წლების განმავლობაში. ამ ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, შემოსულიყო პოლიტიკაში და მთელი საქართველო გააერთიანა მის ირგვლივ და არჩევნების, ცივილური გზით, როგორც ეს განვითარებულ, ევროპულ ქვეყნებში ხდება, გაგისტუმრათ იქ, სადაც საჭირო იყო. თქვენ ყველანაირად ცდილობთ, ცილი დასწამოთ და ტალახი ესროლოთ მას, მაგრამ არაფერი გამოგივათ. ეს ადამიანი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ასე იქნება ყოველთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)