|
2022-09-05 11:50:30, 1017 ნახვა
პოლიტიკა
„საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს მეხსიერებაში“ - ჯორჯ ბუში წერილს ავრცელებს
საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს მეხსიერებაში, - აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, საქართველოსთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს. ის საერთაშორისო კონფერენციაზე "დიდერბა უკრაინას!" აშს-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დევიდ კრამერმა წაიკითხა. მისი თქმით, ბევრი რამ მოხდა ვარდების რევოლუციის შემდეგ და ქართველებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რა შეუძლია მოსკოვის რეჟიმს, თუმცა, ერთი რამ არ შეცვლილა "ქართველების ნება, რომ ჰქონდეთ დემოკრატიული ქვეყანა და იყვნენ ისეთი ორგანიზაციების ნაწილი, როგორებიცაა ნატო და ევროკავშირი". "საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს მეხსიერებაში. 2005 წელს მე და ლორამ ვნახეთ თქვენი არაჩვეულებრივი პეიზაჟები და ბუნება, გავიცანით თქვენი კულტურა და ხალხი. თავისუფლების მოედანზე მე მაშინ აღვნიშნე, რომ 2003 წელს ქართველები გამოვიდნენ ქუჩებში, შეიარაღებულები მხოლოდ ვარდებითა და საკუთარი რწმენით, და აქციეს საქართველო თავისუფლების შუქურად მთელი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის. ბევრი რამ მოხდა ვარდების რევოლუციის შემდეგ და ქართველებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რა შეუძლია მოსკოვის რეჟიმს. თუმცა, ერთი რამ არ შეცვლილა - ქართველების ნება, რომ ჰქონდეთ დემოკრატიული ქვეყანა და იყვნენ ისეთი ორგანიზაციების ნაწილი, როგორებიცაა ნატო და ევროკავშირი. ჩვენ არასდროს შევწყვეტთ რუსეთისგან იმის მოთხოვნას, რომ შეწყვიტოს თქვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მაშინაც კი, როცა გამოვთქვამთ შეშფოთებებს თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით, ჩვენ ამას ვაკეთებთ მეგობრის პოზიციიდან, რადგან გვსურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და საკუთარი ღირსეული ადგილი დაიკავოს დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში. ეს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის ფონზე, რაც, სამწუხაროდ, ქართველებისთვის უცხო არ არის. ქართველებისთვის არც უკრაინელების სურვილია უცხო, რომ იცხოვრონ თავისუფალ ქვეყანაში. ამიტომ, ეს კონფერენცია არის ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელებისადმი, რათა მათ დაამარცხონ და განდევნონ საოკუპაციო ძალები საკუთარი ქვეყნიდან. ახლა რთული პერიოდი დგას მსოფლიოს მრავალ კუთხეში, მაგრამ მსხვერპლის გაღებით, მძიმე შრომითა და დემოკრატიული ფასეულობებისადმი ერთგულებით თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს", - წერს ჯორჯ ბუში. გამოყენებულია "მთავარი არხის" თარგმანი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)