|
2022-09-02 22:21:18, 2293 ნახვა
პოლიტიკა
ჰარმსი - ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ შოკში ჩამაგდო
ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ შოკში ჩამაგდო . - ამის შესახებ ყოფია ევროპარლამენტარმა, რებეკა ჰარმსმა "ფორმულასთან" განაცხადა. მისივე თქმით, მედია თავისუფლება და აზრთა პლურალიზმი უნდა იყოს უზრუნველყოფილი და მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას. "რაც შეეხება მედიაგარემოს, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხია. როცა წავიკითხე, რომ ერთ-ერთი თქვენი კოლეგა დააპატიმრეს, რომელიც ერთ-ერთი დამოუკიდებელი ქართული ტელევიზიის წამყვანი ჟურნალისტია, შოკში ჩავვარდი. კარგია, რომ მიუხედავად ამისა ქართველებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ ღია კარი და დაუახლოვდნენ ევროკავშირს, მაგრამ მედია თავისუფლება და აზრთა პლურალიზმი უნდა იყოს უზრუნველყოფილი და მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)