|
2022-09-02 20:25:20, 1163 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო - 728 პირი, ვისაც მოქალაქეობა მიანიჭეს, „წარმოშობით საქართველოდან არიან“
საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით, 2022 წელს რუსეთის 3 265 მოქალაქის განცხადება იყო მიღებული. მათგან მხოლოდ 728 პირს მიენიჭა მოქალაქეობა. - ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განაცხადა. მათივე თქმით, ის 728 პირი, ვისაც მოქალაქეობა მიანიჭეს, „წარმოშობით საქართველოდან არიან". "პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისთვის აუცილებელია, რომ პირი წარმოშობით იყოს საქართველოდან და აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. კერძოდ, მოქალაქეობის მიღების მსურველი უნდა იყოს - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული, ასევე სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი, რომელიც დღეისათვის სხვა ქვეყნის მოქალაქეა და სურს სამშობლოსთან კავშირის აღდგენა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 7 თვეში, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა რუსეთის 723 მოქალაქეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)