|
2022-09-02 15:55:08, 1058 ნახვა
პოლიტიკა
ჰარმსი - „ქართული ოცნების“ კრიტიკა დასავლელი პარტინორების მიმართ ქართველი ხალხის პოზიციას არ გამოხატავს
ჩემთვის დაუჯერებელია კარლ ჰარცელისა და სხვა დასავლელი მეგობრების მიმართ კრიტიკა. - ამის შესახებ ყოფილმა ევროპარლამენტარმა, რებეკა ჰარმსმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს კრიტიკა არ გამოხატავს იმას, რასაც ქართველი ხალხი ფიქრობს ევროკავშირსა და დასავლეთზე. "ეს ჩემი პირველი დაბრუნებაა საქართველოში, ამჯერად სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობის კუთხით. მე ევროპარლამენტი 2019 წელს დავტოვე. როდესაც წავიკითხე კრიტიკის შესახებ ჩემი ყოფილი კოლეგის, კარლ ჰარცელისა და სხვა დასავლელი მეგობრების მიმართ, ეს ჩემთვის დაუჯერებელი იყო. რაც მთავარია, ეს კრიტიკა არ გამოხატავს იმას, რასაც ქართველები ფიქრობენ ევროკავშირსა და დასავლეთზე". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)