|
2022-09-02 15:47:30, 996 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი პრეზიდენტზე - აგდებულად გვიხსენიებს, არ დაავიწყდეს ვის მიერ არის არჩეული
"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "სამართლებრივადაც და ადამიანურადაც, იყო მიუღებელი". მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციური ორგანოს წევრებს "აგდებულად მოიხსენიებს და არ უნდა დაავიწყდეს ვის მიერ არის არჩეული". "საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, რბილად რომ შევაფასოთ, სამართლებრივადაც და ადამიანურადაც, იყო მიუღებელი. სამწუხაროდ, მან დღემდე ვერ ისწავლა კონსტიტუციაში მისი კონკრეტული ფუნქციები, ყოველი მისი განცხადების დროს, მისი განცხადება არამხოლოდ არ ემთხვევა კონსტიტუციაში მის ფუნქციებს, არამედ დეესკალაციისკენ კი არა, ესკალაციისკენ არის მიმართული. ამ განცხადებით, რომ ერთი კონსტიტუციური ორგანო, მეორეს წევრებს აგდებულად მოიხსენიებს და ვერც დაითვალა სამი გავიდა თუ ოთხი, აქაც ან ეშლება და აგდებულად იხსენებს, მას არ დაავიწყდეს ვის მიერ არის არჩეული",- განაცხადა მაჭარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნებიდან" წასულ დეპუტატები "რაღაც სამეული, ოთხეული, თუ ვიღაცეებად" მოიხსენია და დასძინა, რომ "წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან და მათ უნდა გაემიჯნოს პრემიერი და უმრავლესობა".
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)