21:04 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-02 14:46:15, 1638 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის დაფინანსებით 50 სტუდენტი სწავლას საზღვარგარეთ გააგრძელებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლების მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად პროგრამის - ,,სწავლა საზღვარგარეთ" გამარჯვებულებს შეხვდა და წარმატებები უსურვა.

პროგრამა აჭარის განათლების სამინისტროს მიერ ფინანსდება და მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ განათლება მარკეტინგის, სამართალმცოდნეობის, ბიოლოგიის, ეკოლოგიის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით. პროგრამის მიზანია ახალგაზრდა და ნიჭიერი კადრების აკადემიური განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და საერთაშორისო გამოცდილების შეძენა.

ასევე, მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, 2022 წლიდან პირველად, საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების პროგრამაში საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები ჩაერთვებიან.  წელს საზღვარგარეთ სწავლის მისაღებად საზღაო აკადემიის საბაკალავრო საფეხურის 13 სტუდენტი გაემგზავრება.

პროგრამის ბიუჯეტი მუდმივად მზარდია და 2022 წელს 800 ათასი ლარი შეადგინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics