11:22 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-02 12:03:39, 1237 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ვიცე-პრემიერი - ჩვენ შეწყვეტს ნავთობის მიწოდებას ქვეყნებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთს ფასებზე შეზღუდვებს დაუწესებენ

მოსკოვი შეწყვეტს ნავთობის მიწოდებას ქვეყნებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთს ფასებზე შეზღუდვებს დაუწესებენ-, ამის შესახებრუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა,

მისი თქმით, რუსეთი არ აპირებს არაკონკურენტულ პირობებში მუშაობის გაგრძელებას.

„თუ ისინი დააწესებენ შეზღუდვებს ფასებზე, ჩვენ უბრალოდ არ მივაწოდებთ ნავთობს და ნავთობპროდუქტებს ისეთ კომპანიებს ან სახელმწიფოებს, რომლებიც აწესებენ შეზღუდვებს, რადგან ჩვენ არ ვიმუშავებთ არაკონკურენტულ პირობებში “,- განაცხადა ნოვაკმა.

ცნობისთვის, G7-ის ფინანსთა მინისტრები,  ერთმანეთს სავარაუდოდ, პარასკევს შეხვდებიან, რათა განიხილონ რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის დაწესება. 

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის ყველაზე ეფექტური გზა პუტინის შემოსავალზე ძლიერად დარტყმისთვის და ამის გაკეთება გამოიწვევს არა მხოლოდ პუტინის ნავთობის შემოსავალს, არამედ გლობალურად ენერგიის ფასებს“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა.

თავად ნოვაკმა შეზღუდვების დაწესების წინადადებებს "სრულიად აბსურდული" უწოდა და თქვა, რომ ამით მათ შეუძლიათ გაანადგურონ ნავთობის გლობალური ბაზარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics