|
2022-08-31 10:36:45, 1836 ნახვა
მსოფლიო
გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი კიევიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ გაემგზავრა
გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი კიევიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ გაემგზავრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩავლენ ექსპერტები ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურის რაიონში, რომელსაც ამჟამად ოკუპანტები აკონტროლებენ. როგორც IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნა, ელექტროსადგურზე ექსპერტები "რამდენიმე დღის" გატარებას გეგმავენ. „6 თვიანი ძალისხმევის შემდეგ დღეს საბალოოდ გავდივართ ატომური ელექტროსადგურისკენ. როგორც იცით, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მისია, რომ შევაფასოთ ადგილზე არსებული რეალური ვითარება და როგორც შეგვიძლია, დავეხმაროთ სიტუაციის სტაბილიზებაში. იქ რამდენიმე დღეს გავატარებთ, შემდეგ კი მოხსსნებას მოვამზადებთ. ეს ოპერაციები ძალიან კომპლექსურია. ომის ზონაში მივდივართ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც მოითხოვს ორივე მხარისგან გარანტიებს",- განაცხადა გროსმა. თავის მხრივ, ზაპორიჟჟიას რეგიონის გოლეიტერმა ევგენი ბალიცკიმ რუსული მედიისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ IAEA-ს მისია ZNPP-ში ერთი დღე უნდა გაგრძელდეს. „ვიზიტის პროგრამა გათვლილია ერთ დღეში. მათ უნდა გადახედონ სადგურის მუშაობას ერთ დღეში. ის ელემენტები, რაც მათი თქმით, ჩანს პროცესში. სადგურის მუშაობის გასაცნობად ეს ბუნდოვანი კონცეფცია",- განაცხადა ბალიცკიმ. ცნობისთვის, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა 14-კაციანი ჯგუფი კიევში გუშინ ჩაფრინდა. შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დღის განმავლობაში მიღებულ იქნა ინფორმაცია ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შესახებ. სადგურის გაჩერების ინციდენტს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც და აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა იმ სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ. მისივე თქმით, ისტორიაში პირველად, მოხდა ისე, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა, რასაც შეიძლებოდა მოყოლოდა რადიაციული ავარიის შედეგები. ამასთან, 26 აგვისტოს, ბირთვულმა ოპერატორმა Energoatom-მა განაცხადა, რომგაჩერებული ზაპოროჟიეს ერთ-ერთი ელექტროსადგური მიუერთდა ელექტრო ქსელს და ემატება სიმძლავრე.
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)