|
2022-08-30 14:41:45, 1635 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - რუსეთის გამარჯვების გულშემატკივრები მომიკითხეთ, გულის წვეთები მოიმარაგონ ყოველ შემთხვევაში
ზელენსკის გეგმამ იმუშავა - ევროკავშირი აპირებს გააუქმოს რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი, რაც ევროპაში რუსი ტურისტების რაოდენობას დაახლოებით ათჯერ შეამცირებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ექსპრეზიდენტის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ბევრად მეტი ტურისტი, ვისაც ევროპა უარს ეტყვის, მიგრანტად ჩამოვა საქართველოში. "ზელენსკის გეგმამ იმუშავა - ევროკავშირი აპირებს გააუქმოს რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი, რაც ევროპაში რუსი ტურისტების რაოდენობას დაახლოებით ათჯერ შეამცირებს. ესტონეთმა, ლატვიამ, ფინეთმა, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, დანიამ და ჩეხეთმა უკვე პრაქტიკულად გააუქმეს ვიზების გაცემა. ეს ნიშნავს, რომ ბევრად მეტი ტურისტი, ვისაც ევროპა უარს ეტყვის, ტურისტის საფარქვეშ მიგრანტად ჩამოვა საქართველოში. ხერსონის აღების შემდეგ უკრაინის სამხრეთის დანარჩენი ოკუპირებული ნაწილი და ყირიმი ძალიან ადვილ სამიზნედ გადაიქცევა და ძალიან მკვეთრად გაიზრდება უკრაინელების ისედაც ძალიან მაღალი მორალი და მოტივაცია. ამას ემატება ისიც, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთი მეორის მიყოლებით ხოცავენ მტრის მხარეს გადასულ თანამდებობის პირებს. მათ შორის, გუშინ მოკლეს უკრაინის პარლამენტის მტრის მხარეს ღიად გადასული ერთადერთი დეპუტატი კოვალიოვი. ასევე, პოლიციის უფროსი და რაიონის ხელმძღვანელი. რუსეთის გამარჯვების გულშემატკივრები მომიკითხეთ. გულის წვეთები მოიმარაგონ ყოველ შემთხვევაში",- წერს მიხეილ სააკაშვილი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)