|
2022-08-29 18:31:29, 1410 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ხელისუფლებას, რომელსაც 10 წელია ერთი ვერტმფრენი ვერ უყიდია, ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს
ცხოვრობ ქვეყანაში, სახელმწიფოში, რომელიც 10 წელია ლაპარაკობს ვერტმფრენის ყიდვაზე და ვერ უყიდია, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ხელისუფლებას, რომელსაც 10 წელია ერთი ვერტმფრენი ვერ უყიდია, "ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს". "არა აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის, ან ვისი მხარდამჭერი ხარ, ცხოვრობ ქვეყანაში, სახელმწიფოში, რომელიც 10 წელია ლაპარაკობს ვერტმფრენის ყიდვაზე და ვერ უყიდია, შეუძლებელია არ დაგეუფლოს უსუსურობის, არასრულფასოვნების განცდა, პესიმიზმი. ევროკავშირში გაწევრიანება გვინდა და სახელმწიფოს 10 წელიწადია 1 ცალი ვერტმფრენი ვერ გვიყიდია. ხელისუფლებას, რომელსაც 10 წელია ერთი ვერტმფრენი ვერ უყიდია, ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს - მაგრამ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი!",- წერს მელია. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს შეძენილ "ფუფუნებისთვის განკუთვნილ" ვერტმფრენს გაყიდიან და სანაცვლოდ სამ ახალ ვერტმფრენს შეიძენენ, როგორიც გამოადგება სამაშველო და სხვა ოპერაციებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)