|
2022-08-24 10:22:19, 1387 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - უკრაინის გამარჯვებით და რუსეთის გარდაუვალი მარცხით გაიმარჯვებს საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია უკრაინას დამოუკიდებლბოის 31 წლისთავს ულოცავს და აცხადებს, რომ უკრაინის გამარჯვებით და რუსეთის გარდაუვალი მარცხით გაიმარჯვებს საქართველოც. როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, უკრაინა ტერიტორიულად ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა მალე გახდება ყველა თვალსაზრისით დიდი ქვეყანა. "მჯერა, ტერიტორიულად ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა მალე გახდება ყველა თვალსაზრისით დიდი ქვეყანა. უკრაინის გამარჯვებით და რუსეთის გარდაუვალი მარცხით გაიმარჯვებს საქართველო. გაიმარჯვებს თავისუფლების მოყვარე სამყარო, რადგან როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო - ჯოხარ დუდაევი ამბობდა - "რუსეთი მაშინ მოკვდება, როცა უკრაინის მზე ამოვა!",- წერს ნიკა მელია. დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის გამოცხადების 31 წლისთავს აღნიშნავს. ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად ზაფხულის ბოლოს აღინიშნება. წელს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა უკრაინელისთვის.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)