|
2022-08-23 17:51:28, 1472 ნახვა
მსოფლიო
ლავროვის განცხადებით, რუსეთი არ შეიწყალებს დუგინის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელ პირებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ არ შეიწყალებს რუსი პოლიტიკური კომენტატორის და გამოჩენილი ულტრანაციონალისტური იდეოლოგის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელ პირებს. "მჯერა, რომ ეს ბარბაროსული დანაშაულია. მათ, ვინც ეს მოაწყო, არ უნდა ეპატიოთ. როგორც გავიგე, ФСБ-მ უკვე დაადგინა ფაქტები, რომელთა გამოძიებაც მიმდინარეობს. იმედი მაქვს, გამოძიება მალე დასრულდება და ამ გამოძიების შედეგად, რა თქმა უნდა, ორგანიზატორები და მკვლელობის შემკვეთები შენდობას ვერ მიიღებენ”, - თქვა ლავროვმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე სირიელ კოლეგასთან. შეგახსენებთ, რომ ორდღიანი გამოძიების შედეგად, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) დუგინას მკვლელობაში ბრალი უკრაინის სპეცსამსახურებს დააკისრა. უკრაინა უარყო რაიმე მონაწილეობა დუგინას მკვლელობაში და FSB-ის პრეტენზიებს ფიქტიურს უწოდებს.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)