04:35 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-22 15:00:00, 1950 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ფიზიკური და სექსუალური ძალადობის, იძულების და პირადი დოკუმენტის გატაცების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ფიზიკური და სექსუალური ძალადობის, იძულების და პირადი დოკუმენტის გატაცების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ეჭვიანობის ნიადაგზე და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, დაზარალებულზე ფიზიკურად ძალადობდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით, აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. ასევე, ფიზიკური იძულების გზით, დაზარალებულს  გასტაცა პასპორტი.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 20 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 139-ე მუხლით (სქესობრივი კავშირის იძულება), 150-ე მუხლით (იძულება) და 363-ე მუხლით (მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- აღნინსულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics