|
2022-08-22 13:05:18, 1424 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით მოხდება. გადატრიალებისა და რევოლუციის მცდელობა კი მარცხისთვის არის განწირული. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში არეულობის მოხდენა „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია და ისინი ამის შესახებ პირდაპირ განცხადებებსაც აკეთებენ. „ყველასათვის ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაჯგუფება, რომლის სურვილია, ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია მოხდეს. ეს არ არის ჩემი მოგონილი. ეს არის მათი პირდაპირი განცხადებები, მათი სატელევიზიო ნარატივი, თუმცა არავის გამოუვა ქვეყანაში არეულობის შემოტანა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ხელისუფლების ცვლილებები ამ ქვეყანაში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, როგორც ეს ყველა ნორმალურ, განვითარებულ სახელმწიფოში ხდება. სხვა სურვილები, რომ ვიღაცამ გადატრიალება მოაწყოს, სადღაც შევარდეს, ეს ყველაფერი განწირულია მარცხისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)