|
2022-08-21 16:58:04, 1549 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - გიორგი კალანდარიშვილის არწარმოდგენა ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის წახალისებაა
მოქმედი თავმჯდომარის არწარმოდგენა ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის წახალისებაა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მოქმედი ხელმძღვანელის, გიორგი კალანდარიშვილის არწარდგენით „მიკერძოებული" გადაწყვეტილება მიიღო. „მოქმედი თავმჯდომარე, ისე, რომ ამის დასაბუთება საგნობრივი არ მომხდარა, არ იქნა წარმოდგენილი. დასაბუთება იყო პოლიტიკური, რომ თითქოს იქიდან გამომდინარე, რომ კვალიფიციური უმრავლესობა ვერ მოიპოვა ორჯერ, ნაკლები შანსი შეიძლებოდა ჰქონოდა. ეს ჩემი აზრით არის ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის წახალისება. ამ გადაწყვეტილებით რადიკალური ოპოზიციის წახალისება არ არის სწორი და მეორე - ამ გადაწყვეტილებით, მოქმედი თავმჯდომარის არწარმოდგენის, რომლის კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმის და მათ შორის მიუკერძოებლობის მიმართაც ვერავინ ვერ თქვა არგუმენტი", - განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 5 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წარუდგინა „ცესკოს“ თავჯდომარეობის კანდიდადატები, სადაც ვერ მოხვდა მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)