|
2022-08-17 21:01:39, 1259 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი დეგნანზე - იყენებს ტერმინ გავრილოვის ღამეს, რომელიც ძალიან პოპულარულია ოპოზიციაში
დეგნანი იყენებს ტერმინ გავრილოვის ღამეს, რომელიც ძალიან პოპულარულია ოპოზიციაში. - ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ყველაფერზე საქმე იყო აღძრული და ეს ყველაფერი ფაქტებით არის დადასტურებული. "გაოცებული ვარ, რომ ამჯერად უკვე ქალბატონი დეგნანი დაუპირისპირდა თვით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციასაც კი. მათ პირდაპირ შეაფასეს 20 ივნისის ღამე, როგორც შეჭრის მცდელობა საქართველოს პარლამენტში. დეგნანი იყენებს ტერმინს, რომელიც ძალიან პოპულარულია ოპოზიციაში და გავრილოვის ღამეს უწოდებს. ძალიან მაინტერესებს დეგნანის პოზიცია, ანუ მას მიაჩნია თუ არა გამართლებულად პოლიციელებზე თავდასხმა, მიაჩნია თუ არა, რომ ადგილი ჰქონდა პარლამენტში შეჭრას, იყო თუ არა ამისთვის მოწოდებები. ამ ყველაფერზე საქმე იყო აღძრული და ეს ყველაფერი ფაქტებით არის დადასტურებული. დეგნანის ამ განცხადებით კი ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ის იწონებს მთელ ამ ქმედებებს, ემიჯნება ამერიკის სახელმწიფი დეპარტამენტის პოზიციას. მეორე მხრივ, ეს განცხადება არის დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ გუშინ ვამბობდით ჩვენს განცხადებაში, აშშ-ის ელჩის ძალიან სერიოზული ძალისხმევა იყო ჩადებული იმაში, რომ 20 ივნისის ღამის დამნაშავეები, რომელთაც ბრალი ჰქონდათ წარდგენილი, გაეთავისუფლებინათ ციხიდან". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა გავრილოვის ღამე, არშესრულებული დაპირებები და არადემოკრატიული ქმედებები მოიხსენია პოლარიზაციის საფუძვლად.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)