|
2022-08-17 18:26:09, 1316 ნახვა
პოლიტიკა
აფხაზეთის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, სოხუმის აეროპორტი რუს ოლიგარქს გადაეცემა
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სოხუმის აეროპორტი რუს ოლიგარქს გადაეცემა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი ინვესტორი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული რუსული კომპანია Basic Element Ltd-ია, რომელიც რუს ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას სახელს უკავშირდება. ოლეგ დერიპასკას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები ჯერ კიდევ 2018 წელს დაუწესა. ის პუტინის გარემოცვის ოლიგარქია. აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზურ მხარეს მხოლოდ აეროპორტის მისასვლელი გზა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი პუნქტი რჩება. აეროპორტის კომპლექსში ყველა სხვა შემავალი ობიექტი კი “ინვესტორებმა” და რუსეთის ფედერაციამ ერთმანეთში გაინაწილეს. რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის „ეკონომიკის სამინისტროში“ კი აცხადებენ, რომ სოხუმის აეროპორტის ინფრასტრუქტურული ობიექტები სახელმწიფო საკუთრებასა და მართვაში დარჩება.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)