|
2022-08-17 11:33:37, 1125 ნახვა
მსოფლიო
საუდის არაბეთში ქალს Twitter-ის გამოყენებისთვის 34 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
საუდის არაბეთის სასამართლომ, ლიდსის უნივერსიტეტს სტუდენტს, Twitter-ზე დისიდენტებისა და აქტივისტების განცხადებების გაზიარებისთვის 34 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საუდის არაბეთის სპეციალურმა ტერორისტულმა სასამართლომ განაჩენი აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის საუდის არაბეთში ვიზიტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გამოაცხადა. 34 წლის სალმა ალ-შეჰაბს, ორი მცირეწლოვანი შვილის დედას, თავდაპირველად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მისაჯა - ინტერნეტ ვებსაიტის საზოგადოებრივი არეულობის გამოწვევის მიზნით გამოყენებისთვის. სააპელაციო სასამართლომ ქალს ახალი ბრალდებები წაუყენა და სასჯელის ზომად - 34 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სასამართლოს ჩანაწერების მიხედვით, რომელიც Guardian-მა მოიპოვა, შეჰაბს ბრალი ედება მათ დახმარებაში, “ვინც საუდის არაბეთში საზოგადოებრივი არეულობის გამოწვევასა და ეროვნული უსაფრთხოების დესტაბილიზაციას“ ცდილობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)